ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
EKO - მ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო
22 იანვარი, 2018, 10:43
EKO - მ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო

თბილისი (GBC) - საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო.

შედეგად, EKO-ს  ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) რეალიზება გახდა შესაძლებელი. 

EKO-ს  პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" ცნობით, ამ საწვავით მომხმარებელი მეტი კილომეტრის გავლას და საწვავის ხარჯის 15%-ით  შემცირებას შეძლებს. ასევე შემცირდება ავტომობილის ძრავის ხმაური და გამონაბოლქვი.

მენეჯმენტის ცნობით, „ეკოს“  ახალი თაობის საწვავი უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ მაქსიმალური სიმძლავრისა და სიჩქარის განვითარებას, იცავს ძრავს, ასუფთავებს სარქველებს დაგროვილი ნადებისაგან, წმინდავს საწვავის წვისა და მიწოდების სისტემებს და იცავს მათ კოროზიისაგან. „ეკოს“ საწვავი არ შეიცავს ტეტრაეთილტყვიას და მასში გოგირდის შემცველობაც კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული. 

შეგახსენებთ, რომ “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“  ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები