| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩინელ ინვესტორებს საქართველოში სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენება სურთ.
გეგმები ძიანსის პროვინციის ბიზნესდელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც შედიან, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე წარადგინა.
აღინიშნა, რომ ინვესტორებს საქართველოში სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენება, ხე-ტყის გადამუშავება და ავეჯის წარმოება აინტერესებთ. ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველოში გადმოტანა პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად განიხილება.
„თქვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, გეოპოლიტიკურ რუკაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამასთან, ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები აქვს მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკისა და მსხვილი ბაზრების მქონე ქვეყნებთან. საქართველოს როლს ზრდის ქვეყანაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები“, განაცხადა ძიანსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ.
ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადასვლაზე გაამახვილა ყურადღება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
„ჩინეთ-საქართველოოს შორის მჭიდრო და საკმაოდ პერსპექტიული კავშირი ყალიბდება და ეს ერთობლივ საინვესტიციო პროექტებშიც აისახება. „საპარტნიორო ფონდი“ მზად არის საინტერესო, ქვეყნისთვის სასიკეთო საინვესტიციო წინადადებები განიხილოს“, - განაცხადა საგანელიძემ.
„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული სატყეო სამეურნეო ეკოლოგიური პროექტების შექმნას და დანერგვას, კომერციული ხასიათის ტყეების მართვას. ასევე, სამკურნალო თუ დასასვენებელი ტყე-პარკების კვლევას, მათთან დაკავშირბეულ სწავლებებსა და განვითარებას. დეპარტამენტი აღნიშნულ რეგიონში სატყეო მეურნეობის განვითარების სტრატეგიის გრძელვადიანი განვითარების გეგმას ქმნის, უზრუვნელყოფს ხე-ტყის გაშენებას, ნერგების შეწამვლას, გამწვანებასთან დაკავშრიებულ საქმიანობებს. ზედამხედველობს მწვანე საფარის, ხეების, ბუჩქების, ეკოსისტემის მდგრადობას.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იენ განძუნი, ქ. განჭოუს სატყეო დეპარტამენტის დირექტორი სუე იოუჩანი, სატყეო დეპარტამენტის ოფისის ხელმძღვანელი ლი ძუნი, საერთშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლი უ ციანი, Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე ჭან გუოლინი, Tonggu Huahui Industry Co., Ltd.-სა და Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე სიე იოუხუნი და Tuantuanyuan Furniture Co., Ltd.-ს თავმჯდომარე ლუო ხაილუნი. ფონდში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ესწრებოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss