ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თემურ ჭყონიამ სალათის ფურცლების წარმოება გადაიფიქრა  
მარიამ მინაძე
30 იანვარი, 2018, 13:06
 თემურ ჭყონიამ სალათის ფურცლების წარმოება გადაიფიქრა  

თბილისი (GBC) - თემურ ჭყონიამ McDonald's-ის ბურგერებისთვის სალათის ფურცლის წარმოება გადაიფიქრა, თუმცა ძალაში რჩება ფუნთუშების ქარხნის მშენებლობა.

ბიზნესმენის თქმით,  მიმდინარე წლის მეორე ნახევარში McDonald's-ის ბურგერებისთვის ფუნთუშების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ლოკაციად ლილოს ტერიტორია შეირჩა. ქარხნის წარმადობა წლიურად 40 მლნ ცალი ფუნთუშა იქნება, მათი ნაწილით ადგილობრივი რესტორნები მომარაგდება, ნაწილი ექსპორტზე გავა.  

თემურ ჭყონიას ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, სწორედ საქართველოში დამზადებული ფუნთუშებით მომარაგებაზე.

ბიზნესმენი სალათის ფურცლების მოყვანასაც გეგმავდა, კერძოდ, ბურგერებში „აისბერგის“ სახეობის ბოსტნეულს იყენებენ, თუმცა გათვლა შეიცვალა.

„ქარხნის მშენებლობის შემდეგ, გვინდა გავცეთ რეკომენდაცია, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე მწარმოებლების მიმართ, როგორ და რა ხარისხის ბოსტნეული სჭირდება McDonald's-ს. გვირჩევნია არ დავკარგოთ ხარისხი და ეს ჩვენ თავად არ ვაწარმოოთ“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

„მსოფლიოს 32,000 McDonald's-ის რესტორანს სხვადასხვა მიმწოდებელი ჰყავს და არსად არაა მონოპოლია. შესაბამისად,  საქართველოსაც აქვს შანსი გახდეს მიმწოდებელი”, - აცხადებს ჭყონია.

აღსანიშნავია, რომ ფართოვდება რესტორნების ქსელი. მათ შორის, ბათუმში, ერას მოედანზე McDonald’s-ის მე-14 რესტორანი მაისის ბოლოს გაიხსნება, რისთვისაც  2.5 მილიონი ევროს ინვესტიციას ხორციელდება.

დამატებით, ბიზნესმენი წლის ბოლომდე თბილისშიც გეგმავს ერთი რესტორნის გახსნას, რაზეც ამ დროისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა კერძო სტრუქტურებთან და მერიასთან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები