| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა ვირის რძე. ნოდარ ვარდიაშვილი კი ერთ-ერთია, ვინც სწორედ ამ ბიზნესით დაკავდა.
ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ვირის რძე ძროხის რძეს ჯობს, განსაკუთრებით, გაციების და იმუნიტეტის ამაღლებისთვის. შეიცავს უფრო დიდი რაოდენობით ლაქტოზას, ნაკლებად ცხიმიანია და შესაბამისად, გადამუშავებისთვის უფრო მარტივია.
მცირე მეწარმე ფერმაზე დიდ იმედებს ამყარებს და გაფართოვებასაც გეგმავს. ამ ეტაპზე მას ქვემო ქართლში 100 ვირი ჰყავს, რომელთა უმრავლესობაც მაკეთაა. დამატებით კი ვარდიაშვილი ვირების შეძენითაცაა დაინეტერესებული. თუმცა, აღნიშნავს, რომ თუკი ადრე 100-150 ლარი ღირდა თითო ვირი, ახლა 300 ლარამდეც კი ადის ფასი.
ამ ეტაპზე მის ფერმაში სულ 9 ვირი იწველება, დღეში 3 ლიტრს. ზოგადად კი მისი თქმით, ყოველდღიურად ვირისგან 0.02 ლიტრიდან 0.05 ლიტრამდე რძის მიღებაა შესაძლებელი.
1 ლიტრი ვირის რძის ფასი საქართველოში 50 ლარია. საზღვარგარეთ კი 90 ევრო.
„ეს კულტურა ადრე საქართველოში ვიწროდ გავრცელებული იყო, თუმცა საბერძნეთში, კვიპროსში და სხვა ქვეყნებში, დღემდე აქტუალურია ვირის რძე, მისი დადებითი თავისებურებების გამო“, - აღნიშნავს მეწარმე.
მისივე ინფორმაციით, ვირის რძე სასარგებლოა ხველისთვის, ალერგიისთვის, ბრონქიტისთვის, სასუნთქი გზების ინფექციებისთვის, ასთმისთვის, კუჭის წყლულისთვის, ქირურგიული ოპერაციებისა და ქიმიოთერაპიის დაწყებამდე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ვირის რძე აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss