ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გიორგი მღებრიშვილის 10 440 დოლარად შეძენილი Bitcoin-ები დღეს 115 000 ღირს
1 თებერვალი, 2018, 14:37
გიორგი მღებრიშვილის 10 440 დოლარად შეძენილი Bitcoin-ები დღეს 115 000 ღირს

თბილისი (GBC) – ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიპტოვალუტაში ფული წარმატებულად დააბანდა.

გიორგი მღებრიშვილის ახალი დეკლარაციით (29.01) ირკვევა, რომ ის 12 ბიტკოინის მფლობელია, რომელიც გასულ წელს სულ რაღაც 10 440 დოლარად შეუძენია. 2018 წლის 1 თებერვლის კურსით, მის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის ღირებულება 11-ჯერ არის გაზრდილი და 114 798 დოლარს აღემატება.

ყოფილი შს მინისტრი ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსია. მისი ოჯახის მფლობელობაში  2 სახლი და მიწის ნაკვეთია.

რაც შეეხება ფულად დანაზოგებს.  დეკლარაციის შევსების მომენტში „ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე მღებრიშვილს  7 759,7 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 75 000 დოლარი ჰქონდა( 2014 წელს მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და  სახელფასო დანაზოგი).

გიორგი მღებრიშვილს მეუღლე და 3 შვილი ყავს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები