| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს მოკრძალებულ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მის მინისტრებზე დაბალი შემოსავალი აქვს.
პრემიერის და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი 2017 წელს სულ 72 811 ლარი იყო. საოჯახო ბიუჯეტში კვირიკაშვილის კონტრიბუცია მხოლოდ ხელფასია და 51 000 ლარს არ აღემატება. ოჯახის დეკლარაციაში სხვა შემოსავლები არ ფიგურირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან პრემიერის ოჯახის თვიური შემოსავალი 6067 ლარი იყო.
მთავრობის მეთაურის აქტივები ორ ბინას, აგარაკს და ორ მიწის ნაკვეთს მოიცავს. მათი შეძენა წლების წინ გიორგი კვირიკაშვილს 226 500 ლარი დაუჯდა.
ასევე მოკრძალებულია კვირიკაშვილის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხებიც. ყველაზე მაღალი თანხა 30 000 დოლარი მეუღლის ანგარიშზე ფიქსირდება.
დეკლარაციაში მოხვდა მამის საჩუქარი, 50 000 დოლარის მოცულობით.
პრემიერს "ბანკ ქართუში" 173 500 დოლარიანი სესხი აქვს, 2030 წლამდე დასაფარი. შარშან სესხის მომსახურებისთვის 19 745.79 დოლარის ხარჯი აქვს გაწეული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss