| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბადაგონის მენეჯმენტი კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე GBC-სთან განმარტებას აკეთებს.
ბადაგონის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიაში მივიდა ოფიციალური განცხადება ყოფილი მეწილის, რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავასგან, რომელიც მისი წილის უკან დაბრუნებას ითხოვდა. გამომდინარე იქიდან, რომ წილი იყო გამოსყიდული, კომპანიამ განცხადებას უგულებელყო. დღეს კი ამ საქმესთან დაკავშირებით კომპანიაში შევიდა საგამოძიებო სამსახური.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ყოფილი პარტნიორის მოთხოვნა აბსურდულია, წილი გამოსყიდულია.
"ალბათ შეიტყო "ბადაგონის" წარმატების შესახებ, იმის შესახებ რომ კომპანია მაღალმომგებიანი გახდა, მაღალი სახელფასო ფონდი გააჩნია, ლიდერია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო მიმართულებით და ვიღაცების დახმარებით, წილის უკან დაბრუნება მოუნდა", - აღნიშნავენ კომპანიაში და აცხადებენ, რომ მათ აუდირებული ფინანსური ანგარიშები გააჩნიათ, რომლითაც სიმართლეს დაამტკიცებენ.
განმარტებისთვის GBC-იმ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა. უწყებაში საკითხზე ოფიციალური განცხადების გავრცელებას აანონსებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss