| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბანკი ქართუს წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად, ლიმონათი „ხილიანის“ მწარმოებელი „ქართული ლიმონათის“ ქონება აუქციონზე უკვე ნახევარფასად იყიდება.
სარეალიზაციოდ წარმოდგენილია ნატახტარში მდებარე მიწის ნაკვეთი, 19850 კვ.მ, მასთან ფაქტობრივად გაერთიანებული არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 150 კვ.მ, შენობები, საწარმოო ხაზები და ავტომობილები.
ნატახტარში მდებარე საწარმოს საწყისი ფასი 10 836 628 ლარიდან 5 418 314 ლარამდეა შემცირებული. „ბიჯი“ 500 ლარია. აუქციონი 14 თებერვალს, 12:00 საათზე დასრულდება.
წინა აუქციონზე გამოტანილ ლიმონათი „ხილიანის“ საწარმოს მყიდველი არ გამოუჩნდა და აუქციონი არ შემდგარად გამოცხადდა. შეგახსენებთ, საწარმო უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების მიერ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შეიქმნა. წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და 100 -მდე ადილობრივი დასაქმდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss