| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავტო სარემონტო სერვისის ამერიკული კომპანია Midas საქართველოს ბაზარზე შემოდის.
კომპანიას ბაზარზე შემოსვლასა და თავის დამკვიდრებაში ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია EXPERTO დაეხმარება.
EXPERTO ამჟამად ორიენტირებულია ბაზრის შესწავლასა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე იმისთვის, რომ მომზადდეს შესაბამისი სამოქმედო არიალი Midas- ის მომავალი აქტივობების განხორციელებლად საქართველოს ბაზარზე.
„მოხარულები ვართ, რომ წარმოვადგენთ Midas-ს და დავეხმარებით მას საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებაში. უკვე 60 წელია Midas-ი მსოფლიო ლიდერი კომპანიაა ავტომობილების შეკეთებისა და აღდგენის მიმართულებით. კომპანია ორიენტირებულია ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე და მათი პროფესიონალიზმი დიდი უპირატესობა იქნება ქართველი მომხმარებლისთვის“ - განაცხადა ლუდვიკ ჟირომ, EXPERTO-ს დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა.
ევროპასა და საქართველოში Midas-ს წარმოადგენს Mobiva, რომელიც დიდი ფრანგული ჰოლდინგის წევრია. Mobiva-ში 21 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. იგი 6 სხვადასხვა სექტორსა და 21 კომპანიას აერთიანებს. Mobiva ფლობს Midas-ის ფრენჩაიზს საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ავსტრიაში, ბელგიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
„ჩვენი კომპანია დაინტერესებულია საქართველოს ბაზრის სპეციფიკით და ჩვენ ძალიან ვაფასებთ EXPERTO“-ს წვლილს „Midas”-ის ოპერირებისა და გაფართოებისთვის საჭირო ინვესტორის მოძიების საკითხში. ბაზარზე „Midas“-ის გამოჩენა ახალ შესაძლებლობებს მისცემს ავტომობილისტებს და გააუმჯობესებს პროფესიონალური სერვისის დონეს“ - განაცხადა ლაურენტ პომიემ, „Midas“-ის ევროპული ნაწილის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა.
Midas-ი ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა ბრენდის ავტომობილებისთვის, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს მუხრუჭების, ფილტრების, ელექტრო დიაგნოსტიკის, კონდინცირებისა და კონუსის ჩათვლით.
Midas-ის სათადარიგო ნაწილების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და რაც მთავარია, კომპანია კონკურენტულ ფასს სთავაზობენ მომხმარებელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss