| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Bitfury ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა.
კომპანიის ცნობით, დატა ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია.
„გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას, გააგრძელოს წარმატებული გაფართოება აზიის ბაზარზე“, – განაცხადა Bitfury-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა.
Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი Bitfury-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი.
რაც შეეხება Chong Sing Holdings ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს 24/7-ზე რეჟიმში სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss