ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Stadler Rail AG თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს
15 თებერვალი, 2018, 15:13
Stadler Rail AG თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს

თბილისი (GBC) - მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს.

კომპანია „STADLER“ - ის პრეზიდენტი, პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონალური შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელმა ლიდერმა შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში ინვესტირებაზე მზადყოფნა მიმდინარე წლის ივნისში გამოხატა, რასთან დაკავშირებითაც „შტადლერსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში 3 შესაძლო ადგილი განიხილება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები