| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - BGEO – ს წევრი საინვესტიციო ჰოლდინგი „საქართველოს კაპიტალი“ ევრობონდების გამოშვებას განიხილავს.
ჯგუფის ცნობით, უკვე არსებობს, რამდენიმე პოტენციური საინვესტიციო ბანკი, რომელთანაც საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი შედგება თუ არა ტრანზაქცია და საჭიროების მიხედვით, ამასთან დაკავშირებით შემდგომი განცხადებები გაკეთდება.
BGEO ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, „საქართველოს კაპიტალი“ , რომელიც გამოეყოფა საბანკო ბიზნესს, განიხილავს საუკეთესო გზებს, რათა მოახდინოს ოპტიმიზაცია მისი საბალანსე ანგარიშების მოქნილობის და განცალკევების შემდგომ კაპიტალის სტრუქტურის. ამასთან, შეისწავლის დოლარში დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვებას.
შეგახსენებთ, საინვესტიციო ჯგუფის BGEO ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პროცესი მიმდინარეობს. გაყოფის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, „საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, პროცესის დასრულების შემდეგ, 19.9% იქნება, ნაცვლად, 2017 წლის ივლისში გამოცხადებული 9.9%-ისა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ისეთ ფაქტორებს როგორიც არის - კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საინვესტიციო კომპანიის მოსალოდნელი საბაზრო კაპიტალიზაცია, მხარი დაუჭიროს ფუტსი (FTSE) 250 უმსხვილეს კომპანიებს შორის განთავსების შესაძლებლობას და საფონდო ბირჟაზე ლიკვიდობის მაღალ მაჩვენებელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss