ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
2017 წელს M2-მა საუკეთესო გაყიდვები აჩვენა
მარიამ მინაძე
16 თებერვალი, 2018, 16:23
2017 წელს  M2-მა საუკეთესო გაყიდვები აჩვენა

თბილისი (GBC) – M2 უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელი 2017 წელს, მისი ისტორიის განმავლობაში,  საუკეთესო იყო.

კვადრატული მეტრის გაყიდვების, ბინების რაოდენობის გაყიდვებისა და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, 2017 წელი კომპანიისთვის რეკორდული იყო.

BGEO-ს ცნობით, მისმა შვილობილმა კომპანიამ  გასული წელს დეველოპერულმა კომპანიამ 49.1 მლნ ლარის 629 ბინა გაყიდა. მათ შორის მეოთხე კვარტალში საერთო ჯამში 165 ბინა გაყიდა, ჯამური ღირებულებით, $14.5 მილიონი, მაშინ როდესაც, 2016 წლის მეოთხე კვარტალში 122 იყო - ღირებულებით, $8.3 მილიონი. მ2-მა ასევე წარმატებით დაასრულა მისი პირველი ძვირადღირებული  საცხოვრებელი პროექტი - „სქაილაინი“.

ამასთან კომპანიის მოგება 23.7 მილიონამდე გაიზარდა, 2016 წელს არსებული 10.9 მილიონიდან.

მეოთხე კვარტალში ასევე კომპანიამ ხელი მოაწერა ფრენჩაიზის ხელშეკრულებას, რომელიც M2-ის ბრენდით საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამავე პერიოდში, კომპანიამ შეიძინა საკონტროლო პაკეტი, ბუტიკ სასტუმროსი, თბილისში, რაც კომპანიის  პორტფელს დაახლოებით 100 ნომერს დაუმატებს. სასტუმროს მშენებლობა 2019 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. სასტუმროს შეძენა კი, M2-ის სტრატეგიასთან არის თანხვედრაში, რაც მისი წარმომადგენლობის ზრდას გულისხმობს ტურიზმის სექტორში.

 გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ  ასევე პირველი მთავრი მესამე პირის ხელშეკრულება გააფორმა, რაც სავაჭრო ცენტრისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას გულისხმობს თბილისში, ღირებულებით $11.6 მილიონი. მშენებლობის დასრულება 2019 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები