| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მშობლების ფინანსური დახმარება ქართულ პოლიტიკაში აქტუალური ტრენდია.
პრემიერ -მინისტრის მსგავსად, რომელსაც გასულ წელს, მამამ 50 000 დოლარი აჩუქა, დასაჩუქრდა „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანიც.
ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაბარგებულ ნინო წილოსანს, სწორედ მშობელმა შეუვსო დაკარგული შემოსავლები. საჩუქარი სოლიდურია და 100 000 ლარს შეადგენს. დაახლოებით ამდენივე თანხა ნინომ 2016 წელს, კომპანია „აიპროფიტიდან“ მიიღო, სადაც 25%-იანი წილი, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ოფიციალურად, გვანცა წილოსანს დაუთმო.
განახლებული დეკლარაციით ირკვევა, რომ პოლიტიკოს ქალბატონს წილი აღარ აქვს აღარც „ქონსელერ პრივატში”, საიდანაც 2016 წელს შემოსავლის სახით 5789 ლარი ჰქონდა მიღებული. ამ კომპანიის 100% დათმობის გზით ლევან ჭანტურიძეზე გაფორმდა.
2017 წლის შემოსავლებში ფიგურირებს „მკურნალი 2002“, საიდანაც პოლიტიკოსმა 30 000 ლარი მიიღო.
წილოსანმა დატოვა ვაგონმშენებელი კომპანიის და ელექტრო-ვაგონშემკეთებელი ქარხანის სამეთვალყურეო საბჭოც, ორივე კომპანიის საბჭოში მისი მეუღლეა წარმოდგენილი.
უძრავი ქონების იჯარიდან ჯამური წლიური შემოსავალი 38 915 ლარია. ოჯახის წევრთა განათლებისთვის კი, ამავე პერიოდში 69 255 ლარი დაიხარჯა. სოლიდურია საბანკო კრედიტების მომსახურების თანხებიც.
ნინო წილოსანს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, ხელფასის სახით, 55 485 ლარი აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, ნინო წილოსანის ოჯახის მფლობელობაშია ვაგონმშენებელი კომპანია, ელექტრო-ვაგონშემკეთებელი ქარხანა და რუსთავის მეტალურგიული კომბინატი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss