| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Louis Vuitton - ფუფუნების სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ამ ბრენდის ქვეშ მოდური ტანსაცემელი და აქსესუარები იწარმოება, თუმცა ყველაზე მეტად Louis მაინც ჩანთებთან, ჩემოდნებთან და საკვოიაჟებთან ასოცირდება.
ბრენდ Louis Vuitton -ს სათავე ფრანგმა მეწარმემ ლუი ვიტონმა დაუდო. ახალგაზრდა ლუიმ, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესებული იყო სამგზავრო ჩემოდნების წარმოებით. იმისათვის რომ მთლიანად დაკავებულიყო ამ მომხიბლავი საქმიანობით, როგორც მისი ბიოგრაფები ამტკიცებენ, 14 წლის ლუი მშობლიური ფრანშ-კონტედან ფეხით ჩამოვიდა პარიზში.
ლუი წარმატებისთვის იყო დაბადებული და მოკლე ხანში გახდა კიდეც პოპულარული, როგორც სამგზავრო ჩემოდნების უბადლო დამამზადებელი. მის მიერ შექმნილ ნივთებს დიდი სიამოვნებით ყიდულობდნენ მდიდარი არისტოკრატები, მათ შორის იმპერატორის ოჯახის წევრებიც.
პირველი სავაჭრო სახლი Louis Vuitton პარიზში 1854 წელს გაიხსნა, კომპანიის ძირითად პროდუქციას წარმოადგენდა ტყავისა და ქსოვილის მდიდრული ჩემოდნები და საკვოიაჟები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით და სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოს წარმოადგენდნენ.
წარმოება საკმაოდ დიდხანს ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენდა. 1892 წელს, ლუი ვიტონის გარდაცვალების შემდეგ, კომპანია მისი შვილის, ჟორჟ ვიტონის, მფლობელობაში გადავიდა, 1936 წელს კი ბიზნესის მართვას ბრენდის დამაარსებლის შვილიშვილი გასტონ ლუი ვიტონი ჩაუდგა სათავეში.
1998 წლიდან კომპანიამ გადაწყვიტა შერეულ ბაზარზე ეცადა ბედი და ახალი მიმართულება გახსნა - დაიწყო მოდური ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების წარმოება. ლუი ვიტონს აქვს საიუველირო ხაზიც. ამ მიმართულებით პოპულარობა დიდწილად მოწვეული დიზაინერის მარკ ჯეიკობსის დამსახურებაა, რომელმაც Louis Vuitton -სთვის ნამდვილი მოდური ბრენდის რეპუტაციის მოპოვება შეძლო.
ტანსაცმელი და აქსესუარები, რა თქმა უნდა, ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ჩემოდნები, ჩანთები და საფულეები, და ბრენდი ძირითადად ასოცირდება მხოლოდ ასეთი ტიპის ნაკეთობებთან და ნაკლებად - მოდის ინდუსტრიასთან, მაგრამ ეს მიმართულება მაინც საკმაოდ წარმატებულია.
მარკის ლოგოტიპი, ან უფრო სწორად, მონოგრამა, რომელიც ბრენდს მისი შემქმნელისგან ერგო, სახელის და გვარის ინიციალების გადაჯაჭვული კომბინაციაა- საკმაოდ სახასიათო და ცნობადი. ის შეიძლება ხანდახან სტილისტურად განსხვავებული იერსახითაც შეგვხვდეს. თუმცა, მისი ნახვა შეიძლება ჩინური და ტაილანდური ბაზრის ხელოსნების ნაწარმზეც კი.
არსებობის მთელის ისტორიის მანძილზე, ბრენდის ძირითად პრობლემას ბაზარზე ყველა სახის ყალბი პროდუქციის არსებობა წარმოადგენდა და ამ სიყალბესთან შებრძოლებას ჯერ კიდევ ბრენდის ფუძემდებელი ცდილობდა მონოგრამული ქსოვილის სურათის მუდმივი ცვლილებით და სიახლეების შემოტანით. დღეისათვის კი მეკობრეობის წინააღმდეგ იურისტების მთელი არმია იბრძვის,
უფრო მეტიც, სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლამ ის ფაქტიც გამოიწვია, რომ Louis Vuitton -ის ნაკეთობების შეძენა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ სპეციალურ ბუტიკებში ან ონლაინ მაღაზიებშია შესაძლებელი.
2017 წლის მონაცემებით, Louis Vuitton ბრენდი 29.2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
წყარო: რადიო თანამგზავრი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss