ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
როგორია სასტუმროს ფასები საქართველოში
19 თებერვალი, 2018, 17:48
როგორია სასტუმროს ფასები საქართველოში

თბილისი (GBC) – PMCG  საქართველოში არსებულ სასტუმროებში არსებულ ფასებზე კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციამ ფასები Booking.com-ზე დაყრდნობით მიმოიხილა, სადაც საქართველოდან 10 000-ზე მეტი განთავსების საშუალებაა დარეგისტრირებული (ბინები, ჰოსტელები, სასტუმროები)  

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. ამ ტიპის სასტუმროებში ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი, 2017 წლის დეკემბრის მსგავსად, დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, საშუალოზე შესაბამისად 53% და 33%-ით მაღალი. აღნიშნულ მაჩვენებლებს უმეტესწილად განაპირობებს ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების მაღალი ფასები. ასევე, საშუალოზე მაღალი ფასი ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 223 ლარი შეადგინა. საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (315 ლარი). ასევე, აღნიშნული ტიპის საშუალოზე მაღალი ფასის მქონე განთავსების საშუალებები გვხვდება კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და თბილისში

5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისის გარდა სამ რეგიონში ფუნქციონირებს (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი). 5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის იანვარის თვეში 373 ლარი შეადგინა. დეკემბრის მსგავსად, იანვარში აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასებში თბილისსა და რეგიონებს შორის დიდი სხვაობა დაფიქსირდა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 649 ლარი შეადგინა, კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 216 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 407 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებს. იანვარში საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში 74 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ფიქსირდება.

დეკემბრის მსგავსად, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ერთი მხრივ, რეგიონებში, რომლებიც არ ხასიათდებიან სეზონურობით და, მეორე მხრივ, რეგიონებში, რომლებიც სასტუმროთა ბაზრის მცირე მონაწილეები არიან.

კახეთის და იმერეთის რეგიონებში სასტუმროს მომსახურებაზე მოთხოვნა ნაკლებად იცვლება სეზონურობიდან გამომდინარე. რაჭის, გურიის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონებში სასტუმროების და რესტორნების სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულების წილი აღნიშნულ სექტორში შექმნილ მთლიან დამატებით ღირებულებაში უმნიშვნელოა (2016 წლის მონაცემებით 3%).

3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 7.8%- ით შემცირდა. მოცემული ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად შემცირდა თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ფასების დონემ აღნიშნული ტიპის სასტუმროებში 2018 წლის იანვარში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, უმნიშვნელოდ მოიმატა (3.3%-ით). რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიზარდა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები