ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Nina Ricci - იტალიელი მეწაღის ქალიშვილის  ახალი სიტყვა მოდის სამყაროში  
წყარო: რადიო თანამგზავრი
20 თებერვალი, 2018, 18:37
Nina Ricci - იტალიელი მეწაღის ქალიშვილის  ახალი სიტყვა მოდის სამყაროში  

თბილისი (GBC) - მარია ადელანდ ნიელი - ეს სახელი ცოტამ თუ იცის, სამაგიეროდ, ყველამ იცის Nina Ricci, მეწაღის ქალიშვილი მარია, რომელმაც დიდებამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა.

იტორიული ცნობებით მარია  იტალიის ქალაქ ტურინში, 1883 წლის 14 იანვარს დაიბადა. ოჯახი, მამამ მონტე-კარლოში  იმ იმედით გადაიყვანა, რომ ლაჟვარდოვან  სანაპიროზე  მდიდარი დამსვენებლები მისი კლიენტები გახდებოდნენ, მაგრამ  ძალიან მალე გარდაიცვალა და ასე დარჩა ოჯახი არსებობისთვის საჭირო სახსრების გარეშე .

შემოსავლების ძიებაში მარიას დედამ მცირეწლოვანი შვილები ჯერ ფლორენციაში, მოგვიანებით კი საფრანგეთში წაიყვანა. როდესაც გოგონას 13 წელი შეუსრულდა, სამკერვალო სემინარში მიიღეს, ერთი წლის შემდეგ კი უკვე დედასთან და დებთან ერთად  საგალანტერეო მაღაზიაში საქმიანობდა, საღამოობით ისევ სწავლას განაგრძობდა და პარალელურად მოდურ და ელეგანტურ ქუდებს კერავდა.

სწავლის დასრულების შემდეგ მარია სამკერვალო სახელოსნოში კურიერად მოეწყო. იმ დროში, ღარიბი ოჯახიდან გამოსული გოგონების კარიერა ამით სრულდებოდა, მაგრამ მარია ნიელი ძალიან მალე საშუალო რანგის მოდელიორად იქცა და საკუთარი მკერავებიც კი გაიჩინა, რომლებიც მისი ესკიზების მიხედვით  კერავდნენ. 
 
21 წლის ასაკში  მადამ „რიჩი“ გახდა, მაგრამ პირადი ცხოვრება ვერ შედგა და საუკეთესო, რაც ქორწინებიდან   დარჩა, იყო შვილი რობერტი. სწორედ მისი წყალობით მსოფლიო მოდამ შეიძინა ბრენდი Nina Ricci.
 
1908 წელს მოდის სახლ რაფემში ის თავდაპირველად დიზაინერად მოეწყო, მოგვიანებით თანამფლობელადაც კი იქცა. 50-იანი წლების მიწურულს ნინა რიჩიმ გადაწყვიტა ბიზნესისთვის თავის დაენებებინა და მოდის სახლი რეფემი დახურა. მაგრამ შვილმა აიძულა ახალი მოდის სახლი გაეხსნა. ასე ჩაეუყარა საფუძველი დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი ბრენდის  Nina Ricci  დაარსებას.
 
 პირველი ბუტიკი პარიზში გაიხსნა, კაპუცინების ბულვარზე. მწირი შემოსავლების გამო, დედა-შვილს ახალი სტანდარტების შექმნა უწევდა, ასე გაჩნდა კოლექციაში კლასიკური და ელეგანტური სტილი , რომელიც მოდაში სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო...
 
დღესაც ეს ხაზი მოდის სახლ Nina Ricci -ის სავიზიტო ბარათია. დღეისათვის მისი მთავარი დიზაინერია პიტერ კოპინგი. რაც შეეხება პირველ სუნამოს Coeur Joir -ს, ის 1946 წელს გაჩნდა პარფიუმერულს სამყაროში. 21-ე საუკუნეში კი, აქცენტი სწორედ პარფიუმერიაზე კეთდება.   ბრენდი უშვებს ტანსაცმელს და  აქსესუარებს. 
 
Nina Ricci დღეს კომპანია „ფიგ ფეშენ გრუპის“ კუთვნილებაა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები