| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ლოტო ბრუნდება.
ეროვნული ლატარიის გამართვას კომპანია “ჯი ენ ელ“-ი იწყებს, რომელსაც საქართველოში ამ სახის გათამაშების ჩატარების 10 წლიანი ექსკლუზიური უფლება აქვს.
კომპანიის ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს მოსახლეობას ექნება საშუალება შეიძინოს ლატარიის მომენატალური გათამაშების ბილეთები, რომელთა საერთო საპრიზო ფონდის ჯამი უპრეცენდენტოდ მაღალია და 16 მილიონ ლარს აჭარბებს,
გარდა ამისა მომხმარებელს ექნება საშუალება მომენატალური გათამაშების ბილეთებთან ერთად, მისთვის კარგად ნაცნობი ლოტო 6/36 ბილეთები მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძინოს ლატარიის ჯიხურებსა და მსხვილ სავაჭრო ობიექტებში.
“საქართველოს ეროვნული ლატარიის მთავარი ამოცანაა ლოტოს და ლატარიის თამაში აქციოს ეროვნულ ტრადიციად და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა გაუზიაროს ყველას თანაბრად. ამ დროისთვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მისთვის კარგად ნაცნობ პროდუქტებს - ტირაჟიან და მომენტალურ ლატარიას, ასევე ბევრ სიახლეს და სიურპრიზს”, - ნათქვამია კომპანიის Facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, ლიცენზიის წინა მფლობელმა ”საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ ლოტოს ბოლო გათამაშება 2017 წლის 1 სექტემბერს გამართა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss