ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისში კოსმეტიკური ძაფების საწარმო აშენდება
21 თებერვალი, 2018, 12:01
თბილისში კოსმეტიკური ძაფების საწარმო აშენდება

თბილისი (GBC) - საქართველოში კოსმეტიკური ძაფების წარმოება იწყება. 

სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში დახმარებით შპს „აპტოსი“ თბილისში, ორხევის დასახლებაში „მექანიკური ქარხნის“ მიმდებარედ ახალ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. 

საწარმოში 2.3 მლნ ლარი ჩაიდება. ახალი საწარმოს აშენებით, კომპანია წარმოების თითქმის ყველა ეტაპს გერმანიიდან საქართველოში გადმოიტანს, რითიც შემცირდება საწარმოო ციკლის დრო და გაიზრდება წარმოების მოცულობა.

„აპტოსი“ 1996 წლიდან აწარმოებს სახის და სხეულის კანის გადასაჭიმ ძაფებს, რაც წარმატებით გამოიყენება როგორც პლასტიკურ და ესტეტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატო-კოსმეტოლოგიაში.

 „აპტოსი“ 2021 წლამდე აშშ-ს,ბრაზილიის, ავსტრალიის და ჩინეთის ბაზრებზე შესვლას პროგნოზირებს.

კომპანია პალსტიკურ ქირურგებს მარლენ, გიორგი და კონსტრანტინე სულამანიძეებს ეკუთვნის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები