ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსმა ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა
22 თებერვალი, 2018, 11:56
თეგეტა მოტორსმა ახალქალაქში ახალი ფილიალი გახსნა

თბილისი (GBC) - „თეგეტამ“, ახალქალაქში (დ. აღმაშენებლის ქ. 41) ახალი ფილიალი გახსნა.

მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ამ ყველაფერს „თეგეტა“ ერთ სივრცეში გთავაზობთ და ახლა უკვე ახალქალაქშიც.

ახალი სერვის ცენტრის პროექტში 1 100 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. დასაქმდა 20-მდე ადგილობრივი, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსები თეგეტას აკადემიაში გაიარეს. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკა-დანადგარებით. მომხარებელს საშუალება აქვს შეიძინოს როგორც მსუბუქი და 4X4-ზე ავტომობილისთვის, ასევე  სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო, სპეცტექნიკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, საბურავები, ზეთები, ფილტრები, დანადგარები, სპეც-მოწყობილობები, აკუმულატორები და სხვა.

 თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“  სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები