| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კომპანია „ცეზარი“ აშშ-ში პოზიციებს იმყარებს.
ქართული ყველის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი არკადი კახაძე ამბობს, რომ ამერიკაში განსაკუთრებული მოწონებით მათ მიერ წარმოებული სულგუნი სარგებლობს.
„ცეზარი“ ამერიკულ ბაზარზე ნიუ -იორკსა და ლოს-ანჯელესშია წარმოდგენილი. მომხმარებლებს შორის კი ქართველები, სომხები, რუსები და თავად ამერიკელები არიან.
„ამერიკულ ბაზარზე უკვე ორი წელია ვახორციელებთ ექსპორტს, დაწყებიდან დღემდე კი ზრდა ძალიან დიდია. თავდაპირველად 50-100 კილო პროდუქცია გაგვქონდა, დღეს კი 400 ათასი ლარის ღირებულების ექსპორტს ვახორციელებთ. წლის ბოლომდე კი ნახევარ მილიონ ლარამდე ზრდა გვაქვს დაგეგმილი, ესაა მინიმუმ 20-25 ტონა პროდუქცია“, - აცხადებს კახაძე და აღნიშნავს, რომ პროდუქცია შეაქვთ როგორც დიდი ასევე მცირე ზომის მარკეტებში. გასაყიდი ფასი კი $15-ია.
მისივე თქმით, ამერიკული ბაზრის პარალელურად, უკვე გაგზავნილია ნიმუშები ევროპაშიც და მიდის მუშაობა ISO სერთიფიკატის აღებაზეც და იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ ორი ევროპული ქვეყნის ბაზარს აითვისებენ. ევროპაში ყველის გასაყიდი ფასი ამერიკულის მსგავსი იქნება.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კახაძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ბაზარზე რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქცია გამოჩნდა, რთული გახდა კონკურენცია. ის კომპანიები, რომლებიც ქართული ბაზრისთვის ყველს აწარმოებენ პრაქტიკულად წაგებაზე მუშაობენ, რადგან რთულია ადგილობრივ ბაზარზე აწარმოო ნატურალური პროდუქცია, დააკმაყოფილო ყველა მოთხოვნა და ეს ყველაფერი გათვალო ისე, რომ კომპანიას მოგება დარჩეს. ცეზარი“ კი 100%-ით ნატურალურია, ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს მისი ყიდვა CarreFour-ის ქსელში შეუძლია, ფასი კი 16 ლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss