ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში მერვე Marriott აშენდება
27 თებერვალი, 2018, 13:26
საქართველოში მერვე Marriott აშენდება

თბილისი (GBC) -  Marriott  -ის მერვე სასტუმროს საქართველოში “ალიანს ჯგუფი” აშენებს, - ინფორმაციას Property Georgia ავრცელებს. 

 კომპანიის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი აკაკი სონგულია ამბობს, რომ  სასტუმრო “მარიოტი” “ალიანს ფრივილიჯის” 54-სართულიანი ცათამბჯენის პირველ 12 სართულს დაიკავებს, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

 წამყვან ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია “ალიანს ჯგუფსა” და სასტუმროების მსოფლიო ლიდერ ქსელ “მარიოტ ინთერნეშენელს” შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 8 თებერვალს ციურიხში მოეწერა. “ალიანს ჯგუფისთვის” ეს “მარიოტ ინთერნეშენელთან” გაფორმებული მეორე ფრანშიზული შეთანხმებაა.

“ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ შენობებს, ჩვენ ვაშენებთ ბიზნესს. ეს არის ჩვენი კომპანიის ბიზნესი, ეს არის ინდივიდუალური ინვესტორების - აპარტამენტების მესაკუთრეების ბიზნესი, რომლებიც თავიანთ მფლობელობაში არსებულ ქონებას საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიის მეშვეობით აქირავებენ და იღებენ მუდმივი შემოსავლის წყაროს, ეს არის ტურიზმის ბიზნესი, ჩვენ ვქმნით ტურისტების გასაჩერებელ პრემიუმ კლასის ქონებას, ისინი კი ჩამოდიან უფრო და უფრო მეტნი და ფულს საქართველოში ხარჯავენ, ეს არის ბიზნესი ჩვენი ქვეყნისთვის,” -  განმარტავს აკაკი.

“ალიანს ფრივილიჯის” მშენებლობა ბათუმში 2020 წელს დასრულდება. 160-ნომრიანი სასტუმრო “მარიოტი”ექსკლუზიურ მულტიფუნქციურ კომპლექსში 2021 წელს გაიხსნება. ბათუმის ახალი “მარიოტის” მმართველი კომპანია ამერიკული “მაქინერი ჰოსფითალითი ინთერნეშენელი” იქნება. “ალიანს ჯგუფი“ პროექტში $80 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები