| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები დამატებით შესწავლას საჭიროებს, - მიიჩნევს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
ორგანიზაციამ ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი შეადგინა, რომლებმაც ბოლო პერიოდში მსხვილი საჩუქრები მიიღეს. სიაში სხვებთან ერთად მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 2017 წელს მამისგან 50 000 დოლარი მიიღო საჩუქრად.

" ვინაიდან თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების მიღება სამართლებრივთან ერთად, ეთიკურ პრობლემებსაც წარმოშობს, პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ახალი ეთიკის კოდექსი, სადაც პარლამენტის წევრის მიერ მიღებულ საჩუქრებთან დაკავშირებით გამკაცრებული რეგულაციები და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტია", - აცხადებს ორგანიზაცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss