| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჭიათურაში, მანგანუმის გამამადიდრებელი ახალი ქარხნისთვის პირველ აღჭურვილობას „ჯორჯიან მანგანეზი“ აპრილში მიიღებს.
ქარხნის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. გერმანულ მომწოდებელ „ოლ მინერალსთან“ 10 მილიონიანი კონტრაქტიც უკვე გაფორმებულია.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეცმმართველის ნიკა ჩიქოვანის განცხადებით, ახალი საწარმო ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლომდე შევა და მინიმუმამდე შეამცირებს გარემოზე მიყენებულ ზიანს. უკვე ცნობილია, რომ მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი შლამთან მდინარე ყვირილაში აღარ მოხვდება. გარდა ამისა, ახალი ქარხანა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მადანი კარიერიდან უდანაკარგოდ მოიპოვოს (90%-იანი მოპოვება).
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, ღურღუმელას ძველი შლამსაცავის რეაბილიტაციასაც გეგმავს. განახლდება ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება მადნის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი შლამების დასაწყობება.
კომპანიაში ამბობენ, რომ თუ მანგანუმზე მაღალი ფასი შენარჩუნდება, რაც დღეისათვის 3-7 დოლარის ფარგლებშია, სხვა უკვე არსებული ქარხნების ნაწილს დროებით შეინარჩუნებენ, მომავალში კი, მათი კიდევ ერთი, დახურული ციკლის ქარხნით ჩანაცვლება მოხდება.
პარალელურად კომპანია მაღაროში მოპოვების ტექნოლოგიას ცვლის. 5 წლიან პერიოდში ძველი მაღაროს დახურვაა დაგეგმილი, სანაცვლოდ კი ახალი უბნები იხსნება, სადაც შრომის უსაფრთხოება მეტად დაცულია და მათი სამუშაო რეჟიმიც გამარტივებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss