| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შეთანხმება მიღწეულია - 200 მილიონიანი დავა "ჯორჯიან მანგანეზსა” (GM) და სახელმწიფოს შორის დასრულდა.
კომპანიის სპეცმმართველის განცხადებით, კომპანია მიიჩნევდა, რომ ეს თანხა მას უსაფუძვლოდ ჰქონდა დარიცხული. საბოლოოდ, GM ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 მილიონს გადაიხდის. თანხის გადახდა უახლოეს პერიოდში მოხდება.
ამ შეთანხმებას წინ სააპელაციო სასამართლოს მიერ უმსხვილესი კომპანიის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება და საგადასახადო ორგანოსთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა.
შეგახსენებთ, 2017 წლის ზაფხულში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ კომპანიის მიმართ არსებითად დაირღვა მატერიალური კანონმდებლობა. შესაბამისად, ბათილად ცნო კერძო კომპანიაზე თანხის დარიცხვის საფუძვლები და საგადასახადო ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss