| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი პარლამენტარი დანაზოგს მხოლოდ „ქართუ ბანკს“ ანდობს.
შოთა შალელაშვილს უმდიდრესი ქართველის, ბიძინა ივანიშვილის ბანკში დეპოზიტზე 6 მლნ დოლარი უდევს. ასევე „ქართუს“ მიმდინარე და საბარათე ანგარიშებზე, ამ წლის დასაწყისისთვის, 673 ათასი დოლარიც ირიცხებოდა. კანონმდებელს 259 ათასი დოლარი BANK LEUMI ISRAEL -სთვის აქვს მინდობილი.
შოთა შალელაშვილმა 2017 წელს, ქონებას მხოლოდ ახალი ავტომობილი შემატა - Mercedes-Maybach S 560, რაც 153 000 ევრო დაუჯდა.
მის ავტოპარკში კიდევ არაერთი ავტომობილია: MERCEDES S-500, NISSAN TEANA, MERCEDES GL-450, AUDI S8, FORD EXPLORER
უძრავი ქონების პორტფელში შედის 18 მლნ შეკელად ნაყიდი ბინა, რომელიც ისრაელში მდებარეობს, ასევე 3.6 მლნ დოლარად ნაყიდი ისრაელში მდებარე მიწის ნაკვეთი. ბინები ისრაელში, მოსკოვში და თბილისში.
შალელაშვილის მეუღლემ 2016 წელს, უძრავი ქონების სახით, მსხვილი საჩუქარი მიიღო. მას ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე 7 მიწის ნაკვეთი აჩუქეს, 3.2 ჰა-ს ფართობის.
აქტივებშია 4 ფერწერული ტილო, რომელიც 3 მლნ დოლარად არის შეძენილი. 270 000 დოლარად შეძენილი 3 მაჯის საათი, ძვირფასეულობა, რომელთა ჯამური ფასი 1.48 მლნ ევროს, 150 000 დოლარს და 250 000 ფუნტს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss