ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ევროკავშირთან ექსპორტი 30.5% გაიზარდა, დსთ-სთან 35%-ით
19 მარტი, 2018, 11:05
ევროკავშირთან ექსპორტი 30.5% გაიზარდა, დსთ-სთან 35%-ით

თბილისი (GBC) – ევროკავშირთან ექსპორტი 30.5% გაიზარდა, დსთ-სთან 35%-ით, ორივე სივრცე საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო მოედანია.

საქსტატის ცნობით,  2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 446.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 132.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (30.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 314.0 მლნ. აშშ დოლარი (4.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29.7 პროცენტი და იმპორტში 25.4 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27.8, 28.6 და 27.6 პროცენტი).

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, აქ საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  620.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტი).

აქედან ექსპორტი 174.9 მლნ. აშშ დოლარი (35.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 445.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.4 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 36.8 პროცენტი იყო. მათ შორის ექსპორტში 39.2 პროცენტი და იმპორტში 36.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 33.9, 36.4 და 33.1 პროცენტი).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები