ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კაპაროლი, კნაუფი და ჰენკელი ქართული ნედლეულით მომარაგდება  
20 მარტი, 2018, 11:08
კაპაროლი, კნაუფი და ჰენკელი ქართული ნედლეულით მომარაგდება  

თბილისი (GBC)  - კომპანიამ „ქართული მინერალური მასალები“   ქვიშისა და კირქვის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. 

საწარმოს ასამოქმედებლად 7 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 60 ადამიანი დასაქმდა.

„ამ საწარმოს გახსნა და მისი წარმატებით ფუნქციონირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მდიდარია საქართველო სასარგებლო წიაღისეულით, მათ შორის ისეთი რესურსებით, როგორც არის კვარციანი ქვიშები, კირქვა და სხვა სამშენებლო მასალები. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის რესურსებზე მოთხოვნა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ წიაღის მართვის რეფორმა, რომლის ფარგლებში ვგეგმავთ განვავითაროთ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნედლეულის მოპოვება/გადამუშავებას საქართველოს ტერიტორიაზე და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - განაცხადა საწარმოს გახსნისას პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნედლეულის მოპოვება მოხდება ზემო იმერეთსა და რაჭაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას. 

გადამუშავებული ნედლეულით „ქართული მინერალური მასალები“ მოამარაგებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „კაპაროლი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“ და ა.შ. შესაბამისად, ასეთი კომპანიები უკვე საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი მასალის გამოყენებით შექმნიან საბოლოო პროდუქტებს წებო-ცემენტების, ბათქაშებისა და სხვა მშრალი სამშენებლო ნარევების სახით.

კომპანია პირველივე ეტაპზე შეძლებს წლიურად 50 000 ტონა ნედლეულის წარმოებას და ეს ციფრი შემდგომში გასამმაგდება. 

„ეს ნიშნავს, რომ წებო-ცემენტის მწარმოებლებს მიეცემათ შანსი გამოიყენონ ქართული, ხარისხიანი ნედლეული, რაც შექმნის საფუძველს, რომ საქართველოსთვის საჭირო წებო-ცემენტის იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივად ნაწარმოები, მაღალხარისხიანი პროდუქციით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები