| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 5% გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით 4.8% -ი იყო.
"საქსტატის" ცნობით, 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში
38.042 მლრდ ლარი (;15.16 მლრდ) შეადგინა, რაც 11,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0
პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 პროცენტით განისაზღვრა.
მშპ მოსახლეობის 1 სულზე 10 231,4 ლარია, რაც 4 078,5 დოლარის ექვივალენტია.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,6 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,2 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (11,2 პროცენტი),
სასტუმროები და რესტორნები (11,2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ტრანსპორტი (7,2 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,1 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,0 პროცენტი).
კლება აღინიშნა სოფლის მეურნეობისა (-2,7 პროცენტი) და შინამეურნეობების მიერ
პროდუქციის გადამუშავების (-2,7 პროცენტი) სექტორებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss