ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბრენდ მილკო ფუდის მფლობელის მიმართ გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა
22 მარტი, 2018, 15:46
ბრენდ მილკო ფუდის მფლობელის მიმართ გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა

თბილისი (GBC) –  ბრენდ „მილკო ფუდის“  მფლობელის „ჯორჯიან მილკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა.

საქმის გახსნის თხოვნით სასამართლოს კომპანიებმა „ფრენდმა“ და “ოვალ პლასტიკ ჯორჯიამ“ მიმართა.

საქმის მასალების მიხედვით, ,,ჯორჯიან მილკი“ წერილობით აღიარებს, რომ შპს „ფრენდსის“ მიმართ 391 179 ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ მიმართ 93 767,9 ლარის ოდენობით დავალიანება აქვს. ორი კრედიტორის მოთხოვნა ჯამში  484 946.9 ლარია.

სასამართლომ ,,ჯორჯიან მილკის“ მეურვედ  აღსრულების ეროვნული ბიურო,  კრედიტორთა პირველი კრება კი, 20 აპრილს, 17 საათზე დანიშნა.  ამ კრებაზე გაირკვევა კიდევ რა ვალდებულებები აქვს კომპანიას.

საჯარო რეესტრის მიხედვით, , კომპანია "ჯორჯიან მილკის“ 25-25%-ს ძმები ლევან და დავით ალავიძეები ფლობენ, 25%-ს  ფლობს ალექსანდრე კოზმანაშვილი, ხოლო 25%-ს გიორგი ბიძინაშვილი. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ,  სააგენტო BM.ge-სთან საუბრობდა, რომ კომპანიას კრედიტორების 15 მილიონამდე მართებს, საწარმო კი, გაკოტრებამდე ალავიძეებმა მიიყვანეს.

2018 წლის იანვრიდან საწარმო იჯარით არის გაცემული კომპანია „რესპუბლიკაზე“. წლიური საიჯარო ქირა 102 864 აშშ დოლარია (259 900 ლარი), რაც მეიჯარემ სრულად საგადასახადო დავალიანების დასაფარად უნდა მიმართოს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები