ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სოფო ბალავაძე VEON-ის (ბილაინი) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გახდა
22 მარტი, 2018, 16:16
სოფო ბალავაძე VEON-ის (ბილაინი) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გახდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა,  სოფო ბალავაძემ  „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა.

„პოზიციის შეთავაზებით დამიკავშირდენ ამსტერდამიდან, სათავო ოფისიდან. პირველივე საუბრისას დამრჩა ძალიან კარგი შთაბეჭდილება – ეტყობოდა, რომ ეს იყო პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლის წევრები გულშემატკივრობენ თავიანთ საქმეს. მას მერე, გასაუბრების პროცესში ჩემი ყოველი შემდგომი კონტაქტი კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენელთან თბილისიდან, თუ საზღვარგარეთიდან იყო უაღრესად პოზიტიური და საინტერესო. იგრძნობოდა, რომ ბევრი გამოწვევა დამხვდებოდა. ამასთან ერთად, დაემთხვა ჩვენი ღირებულებები. ეს არის ინოვაციაზე, პროგრესზე ორიენტირებული კომპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – გულახდილობაა. მოლოდინი მაქვს კარგი, რადგანაც კომპანია მუდმივად ვითარდება, იყურება წინ და, ამავდროულად, აქ ადამიანები ერთმანეთს უსმენენ და პატივს ცემენ“, - ციტირებს Marketer.ge სოფო ბალავაძეს. 

„ვიონი საქართველო“ შედის VEON-ის კომპანიათა ჯგუფში – კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც ემსახურება 240 მლნ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 12 ქვეყანაში. VEON-ის სათავო ოფისი მდებარეობს ამსტერდამში, ნიდერლანდები და კომპანიის აქციები განთავსებულია NASDAQ და Euronext Amsterdam საფონდო ბირჟებზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები