ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Inter-Rao -სა და ყაზტრანსგაზთან  დავაში საქართველოს ინტერესებს ამერიკული White & Case იცავს
23 მარტი, 2018, 13:58
Inter-Rao -სა  და ყაზტრანსგაზთან  დავაში საქართველოს ინტერესებს ამერიკული White & Case იცავს

თბილისი (GBC) – Inter-Rao -სა  და ყაზტრანსგაზთან საარბიტრაჟო დავებში საქართველოს ინტერესებს გლობალური იურიდიული კომპანია White & Case იცავს.

როგორც იუსტიციის სამინისტრომ GBC- ს აცნობა, ორივე საქმეზე უკვე შექმნილია ტრიბუნალი და საარბიტრაჟო წარმოებაც მიმდინარეობს. საქმეები  მხარეთა შორის წერილობითი პოზიციების გაცვლის ეტაპზეა.

ყაზახურმა „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავა 2017 წლის 11 აპრილს დაიწყო. ინვესტორი 130 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას და დამატებით, ზარალის 50 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა. გაგრძელდება თუ არა დავა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისურ აქტივს ყაზახი ინვესტორებისგან „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს, უცნობია.

რაც შეეხება კიდევ 2 დავას - საქმე ეხება სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტში დაწებულ დავას, სადაც მოსარჩელე Gardabani Holdings-ი, Inter-Rao EES -ი და თელასია.  კომპანიები ლარის გაუფასურების გამო, ათეულობით მილიონის ზარალზე საუბრობენ და კომპენსაციას ითხოვენ.

White & Case 1901 წელს ნიუ-იორკში დაფუძნდა და დღეისათვის წამყვანი იურიდიული ფირმაა. 2016 წელს,  The Global Arbitration Review -მ კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში #1 იურიდიულ კომპანიად დაასახელა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები