ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Silk Tower-ის  ესკიზზე 10 საერთაშორისო კომპანია მუშაობს
ნინო შუბითიძე
27 მარტი, 2018, 15:54
Silk Tower-ის  ესკიზზე 10 საერთაშორისო კომპანია მუშაობს

თბილისი (GBC) - სილქ როუდ ჯგუფი ბათუმში, ყოფილი  Trump Tower -ის კომპლექსის ახალი ესკიზის შერჩევის პროცესშია.   

 „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლექსო თოფურია GBC-სთან ამბობს, რომ Silk Tower-ის  ესკიზზე 10 საერთაშორისო კომპანია მუშაობს და მათი ნამუშევრებისგან საუკეთესოს შერჩევა მოხდება.

„საკმაოდ მოცულობითი პროექტია“, - ამბობს თოფურია, რომელიც მშენებლობის დაწყების ვადას ვერ აკონკრეტებს.

ამ პროექტში „სილქ როუდ ჯგუფის“ პარტნიორი ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდია". კომპლექსის ჯამური საინვესტიციო პორტფელი კი, ყველა ფაზის გათვალისწინებით, 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

დაანონსებულია, რომ  პროექტი განხორციელდება რამდენიმე ფაზად: პირველ ეტაპზე იგეგმება  Silk Tower-ის  მშენებლობა და მის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის  კეთილმოწყობა და განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტ კლუბის გასწვრივ  განლაგებული პრომენადის მოწყობას. პროექტის განვითარების შემდგომი ფაზები მოიცავს: დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზის და კონგრეს ცენტრის მშენებლობას.

შეგახსნებთ, ბათუმში ამ ლოკაციაზე Trump Tower -ის აშენება იგეგმებოდა, თუმცა  მას შემდეგ, რაც დონალდ  ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, რეალობა შეიცვალა. “ჩვენ ერთობლივი შეთანხმებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება”, - განაცხადა გასულ წელს ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა.

როგორც ალექსი თოფუარია ამბობს, შეცვლილია "სილქ როუდ ჯგუფის" მფლობელებიც. ჯგუფი დატოვეს ყაზახმა პარტნიორებმა და ახლა ის 2 ქართველ და 1 გერმანელ ბიზნესმენს ეკუთვნის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები