ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Fitch -მა Tegeta Motors -ს  რეიტინგი დაუდასტურა
28 მარტი, 2018, 14:54
Fitch -მა Tegeta Motors -ს  რეიტინგი დაუდასტურა

თბილისი (GBC) - Fitch Ratings  -მა Tegeta Motors -ს  რეიტინგი „B-“ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით „სტაბილური“.

აღსანიშნავია, რომ Tegeta  პირველი კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც  Fitch -ის რეიტინგის მოპოვება შეძლო.  წინასწარი რეიტინგი სააგენტომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიანიჭა.

Fitch -ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია კომპანიამ წარმატებით განათავსოს 30 მილიონი ლარის ობლიგაციები, რომლის გამოშვება 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე იგეგმება, თუმცა ირკვევა, რომ ემისია აგვისტოს ბოლომდე გადავადდა. ადგილობრივ ვალუტაში ვალდებულებების მოზიდვით, სააგენტო კომპანიის ლიკვიდობის გაუმჯობესებას და დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას ელის.

რეიტინგის მინიჭებისას Fitch -მა ბაზარზე Tegeta  -ს ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური  ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით.

 შეგახსენებთ,  „თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები