| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) ინიციატივით და ჩართულობით, სამთო სპეციალისტების მომზადება იწყება.
განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ცენტრმა უკვე გასცა აკრედიტაცია სამთო საქმის სამ პროგრამაზე, რომელიც „სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ და „საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ ბაზაზე განხორციელდება.
კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური ინვენტარით უზრუნველყოფაზე GIG -იმ უკვე იზრუნა.
პროგრამა რეგიონის ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ „სამთო ტექნიკოსის“, „სამთო მექანიკოსისა“ და „მყარი წიაღისეულის გამდიდრების“ პროფესიებს და დასაქმდნენ შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“-ში ამ სპეციალობებით.
სწავლება განხორციელდება უახლესი - მოდულარული მეთოდით, რაც გულისხმობს რომ პროგრამის 50%-ზე მეტი უშუალოდ წარმოების პროცესში განხორციელდება და კურსდამთავრებულებს ექნებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.
„სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება სულ მალე დაიწყება. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან პროგრამაში, სამომავლოდ კი კვალიფიციურ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში“, - აცხადებენ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss