ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Elliot Webber -ი და მისი მმართველი პარტნიორი დავით ქომეთიანი ციფრული მარკეტინგის ბაზარზე წარმატებით პოზიციონირდნენ
მარიამ მინაძე
3 აპრილი, 2018, 12:26
Elliot Webber -ი და მისი მმართველი პარტნიორი დავით ქომეთიანი ციფრული მარკეტინგის ბაზარზე წარმატებით პოზიციონირდნენ

თბილისი (GBC) – ციფრული მარკეტინგის ბაზარზე სააგენტო  Elliot Webber   ბაზრის დასაპყრობად ემზადება, რომლის მმართველი პარტნიორი დავით ქომეთიანი Google-ის სერთიფიცირებული პარტნიორია საქართველოში.

დავით ქომეთიანი ერთ-ერთი პირველია, ვინც Google-ის ხუთივე მიმართულებით სერთიფიცირებული პარტნიორი გახდა დაახლოებით 4 წლის წინ. მიმართულებების ჩამონათლი კი შემდეგია: AdWords Search Certification, AdWords Mobile Certification, AdWords Video Certification , Google Shopping Certification და AdWords Display Certification.  ასევე დავითმა წელს Digital Sales Certification – მიიღო.

მისი განცხადებით, კომპანია ბაზარზე უკვე 1.5 წელია მოღვაწეობს და არაერთი მსხვილი პარტნიორი ჰყავს, მათ შორის სამშენებლო, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო სექტორში. 25 პროფესიონალისგან დაკომპლექტებული გუნდი, კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიის, კრეატივის, ბრენდინგის, დიზაინის, ვებ და აპლიკაციების დეველოპმენტის, სოციალური გვერდების მართვისა/რეკლამირება და Google რეკლამირების მიმართულებით სრულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.

მისი განცხადებით, დღეს Google-ის სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში უკვე რამდენიმე კომპანიაა. მან მისი კარიერა ამ სფეროში ლატვიურ კომპანია MCloud Caucasus-ში დაიწყო, რის შემდეგაც ჩამოაყალიბეს კომპანია 360 გრადუსი.

მისი თქმით, Elliot Webber-ში შეცვალეს ყველაფერი ის რაც წინა კომპანიებში არ მოსწონდათ და შეიქმნა სრულიად ახალი ბრენდი რომელიც მუდამ განვითარებაზე ფიქრობს - როგორ საკუთარი, ასევე მისი კლიენტების. ამ სფეროში საქართველოში დღეს დიდი კონკურენციაა, თუმცა ჯანსაღი და კომპანიები ერთმანეთთან პარტნიორულ - მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

Elliot Webber წელს რამდენიმე ნამუშევრით აპირებს საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები