ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქნახშირი: სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას
5 აპრილი, 2018, 10:59
საქნახშირი: სავარაუდოდ,  ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას

თბილისი (GBC) - საქნახშირი  ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბერდურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მოხდა სამთო დარტყმა, გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რასაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღების გავრცელება . წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის  კაპიტალურ გვირაბში გავრცელდა, სამწუხაროდ,  ტრავმული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

"მიუხედავად კომპანიის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში,  სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ტრაგედიის თვიდან  აცილება. სავარაუდოდ,  ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგი", - ნათქვამია "საქნახშირის" განცხადებაში. 

კომპანია დიდ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალების გამო, უმსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს  და აცხადებს, რომ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას.  

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა შახტაში 5 აპრილს გამთენიისას მოხდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები