ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაქოში მასშტაბური შოპინგ ფესტივალი გაიმართება
10 აპრილი, 2018, 13:11
ბაქოში მასშტაბური შოპინგ ფესტივალი გაიმართება

თბილისი (GBC) - ბაქო მასშტაბური შოპინგ ფესტივალისთვის ემზადება.

ფესტივალი 1 მაისიდან  31 მაისამდე  გაიმართება და  ტრადიციულად, ადგილობრივ მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს შესთავაზებენ მრავალფეროვან და მომგებიან შოპინგ შეთავაზებებს.

„თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ მაღალი ხარისხის საქონელს და ასევე გსურთ ფულისა და დროის დაზოგვა, არ გამოტოვოთ ბაქოს შოპინგ ფესტივალი!  ისარგებლეთ სპეციალური კამპანიებისა და ფასდაკლებების  შემოთავაზებებით“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ამჯერად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 800-მდე მაღაზია.  მხოლოდ ბაქოს შოპინგის ფესტივალის დღეებში, სპეციალური კამპანიებისა და ფასდაკლების აქციების ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ წამყვანი ბრენდების ტანსაცმელი, ელექტრონიკა, საყოფაცხოვრო ტექნიკა, ავეჯი, პარფიუმერია და კოსმეტიკა, და ასევე სხვა პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. ისევე როგორც შემოდგომის 2017 წ. ფესტივალში ჩაერთვებიან სუპერმარკეტებიც.

TAX FREEუფრო მომგებიანი შოპინგი!

მესამე შოპინგ ფესტივალის დროს, 1-დან 31 მაისამდე, ისევე როგორც 2017 წელს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მოქალაქეები  ფასდაკლებებთან ერთად მიიღებენ  დაარჯული თანხის  დაბრუნების შესაძლებლობას tax free სისტემის მეშვეობით თუ კი დახარჯული თანხა 100 AZN (დაახლოებით 59 USD) აღემატება, ყველა მაღაზიაში, რომელიც  მონიშნული იქნება “Baku Shopping Festival – Tax Free” სტიკერით. თანხის დაბრუნება შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო ანგარიშზე გადარიხვით.

"ბაქოს შოპინგ ფესტივალის დროს თქვენ შეძლებთ საუკეთესო ფასად შეიძინოთ სასურველი ნივთი. ზემოთნახსენებ შესაძლებლობასთან ერთად, ფესტივალის დროს ორგანიზებული იქნება სპეციალური „მობილური“ გათამაშება, რომლის დროს გათამაშდება გასართობი თამაშები შოპინგ მოლში და სხვა სახალისო ღონისძიებები", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

თუ თქვენ გაქვს მაღაზია, რესტორანი ან  კაფე - შემოგვიერთდით! - ამ სლოგანით ფესტივალი  ბაქოში მდებარე  ყველა მაღაზიას, რესტორანს ან კაფეს იწვევს - "ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს, რომელთაც სურთ საკუთარ  მომხმარებლებს, მისცეს თანხის დაბრუნების საშუალება TAX FREE მეშვეობით ან გახადოს საკუთარი ბრენდი მეტად ცნობილი ფესტივალის სარეკლამო აქციების მონაწილეობით, მოიზიდოს მეტი ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებელი - დაგვიკავშირდით! ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე info@bakushopfest.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ აღნიშნულ მობილურ ტელეფონზე: (+99455) 253-63-27, (+99455) 253-63-18"

 ბაქოს შოპინგ ფესტივალის წარმატებები:

ბაქოს შოპინგ ფესტივალი იმართება 2017 წლიდან, წელიწადში ორჯერ,  ერთი თვის განმავლობაში და აძლევს  უამრავ უნიკალურ შემოთავაზებას აზერბაიჯანის მოქალაქეებსა და ჩვენს სტუმრებს. 2017 წლის გაზაფხულს და შემოდგომას  ჩატარდა 2 შოპინგ ფესტივალი. მთლიანობაში, ამ პერიოდში ოფიციალურ მონაწილეთა ჯგუფს შემოუერთდა 600 მაღაზია, ასევე ჩატარებული იყო 71,331 ტრანზაქცია, TAX FREE სისტემის მეშვეობით, ადგილობრივ მყიდველებთან ერთად 6,500-ზე მეტმა ტურისტმაც ისარგებლა TAX FREE სისტემით.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები