ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროკრედიტ ბანკი  მომხმარებელს  აფრთხილებს
ნინო შუბითიძე
11 აპრილი, 2018, 18:13
პროკრედიტ ბანკი  მომხმარებელს  აფრთხილებს

თბილისი (GBC) – პროკრედიტ ბანკი  მომხმარებელს  ამშვიდებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს, სხვადასხვა ელ. ფოსტის მისამართზე ბანკის სახელით  დაფიქსირებული წერილების გამო, ე.წ ფიშინგზე.

წერილი მომხმარებელს რჩევას აძლევს, რომ  ანგარიში განახლება/გადამოწმებას საჭიროებს,  ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებ–გვერდზე გადადის. ნებისმიერი ინფორმაცია,  მითითების შემთხვევაში  ხელმისაწვდომი ხდება თაღლითებისათვის.

“გაცნობებთ, რომ “პროკრედიტ ბანკს” მოცემული შინაარსის შეტყობინება არ გაუგზავნია თქვენს ელ. ფოსტის მისამართზე. ასევე, “პროკრედიტ ბანკი” არასდროს მოითხოვს თქვენგან ელექტრონულ ფოსტაში ბმულზე დაწკაპუნებით ან ვებ–გვერდზე გადასვლის საშუალებით თქვენი პაროლის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას“, - აცხადებს ბანკი.

მენეჯმენტი მომხმარებელს  მსგავს შემთხვევაში  დაუყოვნებლივ დაკავშირებას სთხოვს, ტელეფონზე  (032) 2202222 , ან  ელექტრონულ მეილზე:  infosec@procreditbank.ge  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები