| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი კლიენტებთან პერსონალური მიდომის ახალ საფეხურზე გადავიდა.
ბანკის გენერალური დირექტორის თქმით, 13 აპრილიდან, „საქართველოს ბანკის“ ლოგო პერსონიფიცირებული გახდა.
„დღეიდან, მომხმარებელს „საქართველოს ბანკის“ ლოგოს ადგილას სახელობითი ლოგო დახვდება და საშუალება ექნება მას ინდივიდუალურად თავისი სახელი ჩასვას“, - განაცხადა კახა კიკნაველიძემ და აღნიშნა, რომ ბანკის ელექტრონულ არხებში (მობილურ ბანკი, ინტერნეტ ბანკში, ექსპრეს-ფეი ტერმინალშიდა ა.შ) მომხმარებელს შეეძლება პერსონიფიცირება გაუკეთოს თავის ლოგოს.
მომხმარებელს შეეძლება პლასტიკური ბარათიც თავისი ლოგოტიპით აიღოს.
ამრიგად, ბანკის სახელობით ლოგოტიპზე აღნიშნული იქნება, მაგალითისთვის - „ნინის ბანკი“, „გოგას ბანკი“ და ა.შ.
„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ბანკმა გასულ წელს დანერგა მომსახურების უახლესი მოდელი, რომელიც მომხმარებელთან კიდევ უფრო „მეტ ურთიერთობას“ გულისხმობს. დღევანდელი სიახლეც სწორედ ამ მიდგომის ნაწილია, რაც ჩვენი მომხმარებლის ეპიცენტრში ყოფნას და მომსახურების ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
კიკნაველიძემ აღნიშნა, რომ გასული წლიდან შეიცვალა კლიენტებთან ურთიერთობა. დღეისათვის კლიენტებს ემსახურება უნივერსალური ბანკირი, რომელიც ცდილობს შეისწავლოს თითოეული კლიენტის სურვილები, მათი მოთხოვნილებები და შესაბამისი შეთავაზებები გაუკეთოს მათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss