| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მისმა სსიპ-მა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის Alibaba-ს შვილობილმა კომპანიამ Fliggy Corporate ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
კომპანია წარმოადგენს Alibaba-ს ტურისტულ პლატფორმას. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს დამატებას ამ პლატფორმაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას.
„აღნიშნული პორტალის მომხმარებელთა ძირითადი სეგმენტია 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც, ტრადიციულად, აქტიურად მოგზაურობენ და ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმი იქნება საწინდარი იმისა, რომ ტურისტების დამატებითი ნაკადების იქნას შემოყვანილი საქართველოში ამ პლატფორმის მეშვეობით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერზიშვილმა ხელმოწერის შემდეგ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss