ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ენიო მორიკონეს კონცერტისთვის  ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება
18 აპრილი, 2018, 20:00
ენიო მორიკონეს კონცერტისთვის  ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება

თბილისი (GBC) - 19 მაისს Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი  ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. 

"მაესტროსთან ერთად  121-კაციანი ორკესტრი ჩამოვა საქართველოში და შეასრულებს ყველასთვის საყვარელ მუსიკას. სასიხარულოა ისიც, რომ მაესტროსთან ერთად კონცერტში ჩვენი ოპერის 70-კაციანი გუნდი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან  მხარებს,  რადგან ქართველებს ექნებათ ცოცხალ კლასიკოსთან მუშაობის, გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა და მეორეც - ეს იქნება შემოსავალი ჩვენი მუსიკოსებისთვის“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით  ჩატარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. 

 

იტალიელი კომპოზიტორის  კონცერტი მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ტურნეს ყველა კონცერტი ანშლაგებით გაიმართა და მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები, ხოლო მედიის მხრიდან – დადებითი შეფასებები მიიღო. აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70–კაციანი შემადგენლობით.

ენიო მორიკონემ, თავისი მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, შექმნა 600–ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები, აქედან 500–ზე მეტი – კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „მისია“, „ხელშეუხებელნი“, „ერთი მუჭა დოლარისთვის“ და სხვ. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ მსოფლიო საუნდტრეკების 200–ეულშია შესული.

2016 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის, „საძულველი რვიანი“ ორიგინალური მუსიკისთვის ენიო მორიკონეს რამდენიმე პრესტიჟული პრიზი ერგო, მათ შორის რიგით მეექვსე „ბაფტა“, მესამე „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“. მთლიანობაში რეჟისორი ექვსჯერ იყო წარდგენილი „ოსკარის“ ნომინაციაზე, 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა. მას ასევე მიღებული აქვს „გრემის“ სამი ჯილდო.

2016 წელს ასევე შეიქმნა მისი კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარი ჯუზეპე ტორნატორეს „მიმოწერისთვის“. საგულისხმოა, რომ ამ ფილმში, ისევე, როგორც „მისია“–ში (1986 წ.), რომლის მუსიკაც ასევე ენიო მორიკონეს ეკუთვნის, ცნობილი მსახიობი, ჯერემი აირონსი მონაწილეობდა. მორიკონესა და ტორნატორეს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ, მათი ერთობლივი ნამუშევრებია: „ახალი კინოთეატრი პარადისო“, „მალენა“, „ლეგენდა პიანისტზე“, „საუკეთესო შეთავაზება“. 

2017 წელს ენიო მორიკონეს, ტურნეს განმავლობაში ყველაზე მეტი, 500 000 ბილეთის გაყიდვისთვის, კომპანია Gea Live–ის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

 

კომპოზიტორი თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით, კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს ჩამოფრინდება. სულ საქართველოში 121 ადამიანი ჩამოვა. ისინი ხუთვარსკვლავიან დელუქს სასტუმროში დაბინავდებიან.

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, დილის 9.00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები