| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავიაკომპანიებს მგზავრების პირადი მონაცემების შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემა დაევალათ.
2018 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრავი ყველა ავიაგადამზიდველი, რომელიც საერთაშორისო რეისს ახორციელებს, ვალდებული ხდება 48 საათით ადრე ფრენამდე, ან დაუყოვნებლივ, საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ, მგზავრთა შესახებ ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოს გადასცეს.
რეგულაცია ეხება ტრანზიტულ ფრენებსაც, თუმცა ის არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე, სამაშველო/საევაკუაციო ფრენებსა და სახელმწიფო ავიაციაზე.
მგზავრთა შესახებ მონაცემები მოიცავს: მგზავრის სახელს, ბილეთის დაჯავშნის და გაცემის თარიღს, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას, მოგზაურობის სრულ მარშრუტს, ხშირი მგზავრის შესახებ ინფორმაციას, ბარგისა და საკრედიტო ბარათის შესახებ მონაცემებს, ინფორმაციას ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ და სხვა.
მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზაში ინახება 5 წლის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტომატურად.
მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ წესი მიზნად ისახავს ტერორიზმისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა პრევენციას, სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss