ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ფრეგობასმა თბილისში სადემონსტრაციო ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა
19 აპრილი, 2018, 13:10
ფრეგობასმა თბილისში სადემონსტრაციო ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

თბილისი (GBC) -   კომპანია "ფრეგობასმა" თბილისში პირველი სადემონტრაციო ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა. 

კომპანიის ცნობით,  დედაქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლებათ 61 ნომერ მარშრუტზე, სამი კვირის განმავლობაში თავად გატესტონ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, უხმაურო და კომფორტული თანამედროვე E-Bus.

“ეს არის სადემონსტრაციო 12 მეტრიანი ავტობუსი, 35 ადგილი + მძღოლი, 100% ელექტრო, მსგავსი ტიპის თანამედროვე ავტობუსი პირველად ჩამოვა საქართველოში, იმედია მსგავსი სიკეთეები არ მოაკლდება ამ ქალაქს და მალე ჯანსაღად შევძლებთ სუნთქვას”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მურმან პატარაიამ რადიო “ფორტუნასთან”.

ელექტროავტობუსი თბილისში იმ პროგრამის ფარგლებში ჩამოდის, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

პროექტს “ფრეგობასი” ჩინურ კომპანიასთან ZTE და გერმანულ Eurobus-თან ერთად იწყებს. ამ დროისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხორციელდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები