| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევით, სამცხე-ჯავახეთში დაანონსებული 10 მასშტაბური პროექტიდან არცერთი განხორციელებულა, არადა პროექტების მოსამზადებლად ხელისუფლებამ 1,103 მლნ ლარის 14 სადოკუმენტაციო პაკეტი შეიძინა.
ამ პროექტებზე 1,023 მლნ ლარზე (92.7%) პირდაპირი შესყიდვის ფორმით და ტენდერებში უკონკურენტოდ მოგებულ კომპანიებთან გაფორმდა, თუმცა როგორც კვლევაში აღნიშნულია, დღეს ამ პროექტების განხორციელება რომ გადაწყდეს შეძენილი დოკუმენტების ნაწილი უკვე გამოუსადეგარია, ნაწილი კი შესაცვლელია და ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გაწევა იქნება საჭირო.
ჩამოთვლილ პროექტებს შორისაა ადიგენში კულტურის სახლი, ახალციხეში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი, „ახალციხის ციხის“ გალავანთან ტერასული ტიპის ფონდსაცავი, ახალი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი, არ დაწყებულა მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ახალციხის სამუსიკო სკოლის, რაბათის ისტორიული აბანოების, ჭაჭკარში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაცია.
არ დაწყებულა ასევე ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაც, რომლის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი 2019 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებული 5 000 ლარს მიიღებდა, მეორე ადგილზე გასული - 3 000 ლარს, მესამე ადგილოსანი კი 2 000 ლარს. „საკონკურსო კომისიამ და ელექტრონულმა კენჭისყრამ ორი გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი ლევან ალიბეგაშვილმა დაიკავა, მეორე კი- გიორგი ბასილაძის შედგენილმა კონცეფციამ. სამი წლის განმავლობაში ბორჯომის პარკის განახლება არ დაუწყიათ“, - ნათქვამია კვლევაში.
ასევე განუხორციელებელ პროექტებშია ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულუტურული ლანდშაფტის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პირველადი ინვენტარიზაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს“ მიერ ჩამოთვლილ განუხორციელებელ პროექტებს შორისაა ასევე ტურიზმის განვითარების გეგმაც. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მტკვრის ხეობის გასწვრივ 20 კილომეტრიან მონაკვეთზე, „ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმნშენებლობითი დოკუმენტის“ შემუშავება დაიწყო. ეკონომიკის სამინისტრომ ამისთვის პირდაპირი შესყიდვის ფორმით, 485 000 ლარზე „გეოგრაფიკთან“ ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი 10 სოფლის (ტოლოში, ხერთვისი, ნაქალაქევი, თმოგვი, მირაშხანი, კუმურდო, გოგაშენი, აფნია, ხავეთი და დაბნია) ტერიტორიას მოიცავდა. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა შეემუშავებინათ გეგმარებითი პრინციპები, რომელსაც მუნიციპალიტეტები დაამტკიცებდნენ და ამ ტერიტორიების ტურისტული განვითარება დაიწყებოდა. თუმცა, ამ სოფლებში ტურიზმის განვითარების კუთხით ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss