| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ტყიბულის შახტაში არსებულ ვითარებას შრომის საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან. სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული გააგრძელებს თუ არა ადგილზე საქმიანობას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელიც რაიონში მთავარი დამსაქმებელია.
მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიის მოწვევაზე სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
„მიღებული იქნა გადაწყვეტიება მოვიწვიოთ საერთაშორისო სტანდარტების კომპანია, რომელიც შეაფასებს რამდენად არის დაცული შახტაში უსაფრთხოების ნორმები. ზოგადად შახტაში რამდენად შესაძლებელია უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნას იმგვარად, რომ მაქსიმალურად ან სრულად იქნას გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდგომ უნდა განისაზღვროს ღონისძიებათა ნუსხა, ხოლო კომპანია განსაზღვრავს ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი გააგრძელოს საქმიანობა“, - განაცხადა GIG-ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
გელენიძე აღნიშნავს, რომ კომპანიას სურს სრულად და გამჭვირვალედ დასრულდეს მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს რა გახდა ცოტა ხნის წინ, შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი.
„ვართ ყველა შედეგისთვის მზად. ამავე დროს უნდა წარიმართოს აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის ღირს თუ არა ამ შახტაში ოპერირება“, - ამბობს გელენიძე.
თუ გამოიკვეთება, რომ შახტებში უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი იქნება ნებისმიერი მოცულობის ინვესტიციის შემთხვევაში, პროფკავშირების შეფასებით, მთავრობამ ტყიბულში, ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებაზე უნდა იზრუნოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss