ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გიორგი შაგიძემ თიბისის   სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს  
22 აპრილი, 2018, 16:06
ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გიორგი შაგიძემ  თიბისის   სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს   

 

თბილისი (GBC) - ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გიორგი შაგიძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.

მიზეზი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციაა, რომლის მიხედვით, 2018 წლის 1 ივნისიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრს აღარ აქვს შესაძლებლობა იმავდროულად შეასრულოს აღმასრულებელი მენეჯმენტის ფუნქციები.

ამ ცვლილების შემდეგ, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში რჩებიან: მამუკა ხაზარაძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა, მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და წევრები: ნოკოლას ჰააგი, ნიკა ენუქიძე, სტეფან ვილკე, სტეფანო მარსალია და ერიკ რაჯენდრა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე რჩება ბანკის გენერალურ დირექტორად, გიორგი შაგიძე კი, მის მოადგილედ.

ამგვარი ცვლილები სხვა ბანკებშიც მოსალოდნელია, მათ შორის მსხვილებში, მაგალითად, ვითიბი ბანკში, ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც არის, ასევე ბაზისბანკში, სადაც ორივე ორგანოშია წარმოდგენილი დავით ცაავა. ცვლილებები შეეხება ლიბერთის, სადაც მმართველობითი ორგანოს ერთ-ერთ პოსტს უნდა შეელიოს გიორგი კალანდარიშვილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები