ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქეთი საქართველოს მარნეულის აეროდრომის მოდერნიზებაში დაეხმარება
23 აპრილი, 2018, 16:54
თურქეთი საქართველოს მარნეულის აეროდრომის მოდერნიზებაში  დაეხმარება

თბილისი (GBC) - თურქეთი საქართველოს მარნეულის აეროდრომის მოდერნიზებასა და თავდაცვის  მიზნებისთვის საჭირო საქონლის მიწოდებაში დაეხმარება.

ამ მიზნით, თურქეთის მთავრობამ საქართველოს დამატებით 5.5 მლნ თურქული ლირა გამოუყო. ამავე მიზნებისთვის დაიხარჯება წინა წლებში გამოყოფილი, თუმცა დაუხარჯავი 3.88 მლნ დოლარიც.

 უკვე ცნობილია, რომ 5.5 მილიონიდან 1 მლნ დაიხარჯება  მარნეულის აეროდრომის მოდერნიზებისთვის, დანარჩენი 4.5 მლნ თურქული ლირა, ასევე 3.88 მლნ დოლარი კი,  სამხედრო საინჟინრო სკოლას უნდა მოხმარდეს, თუმცა გარკვეული პირობით. ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ საქართველოს საქონლის შეძენა მხოლოდ თურქეთში მოქმედი კომპანიებიდან შეეძლება.

პროცედურის მიხედვით, საქართველო თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნის მოთხოვნათა ნუსხას,  იქვე განისაზღვრება კომპანიებიც და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება შესყიდვა.

თუ შესყიდვა აღემატება გამოყოფილ რესურსს, თანხას საქართველოს მთავრობა დაამატებს. თუ თანხა მორჩება, ის ხელმისაწვდომი იქნება ნაღდი ფულის სახით.  

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

შეგახსენებთ, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომისას, მარნეულის აეროდრომი რამდენჯერმე დაიბომბა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები