ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში გამართულ ვიზიტს აფასებს
23 აპრილი, 2018, 17:40
მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში გამართულ ვიზიტს აფასებს

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში გამართულ ვიზიტს "ძალიან მნიშვნელოვანს" უწოდებს. 

სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ  საგაზაფხულო შეხვედრებს მამუკა ბახტაძე Facebook-ის გვერდზე აფასებს. 

"გავმართეთ შეხვედრები, როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ გავლენიან ჯგუფებთან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩვენ მიერ შესრულებულია სავალუტო ფონდის ყველა კრიტერიუმი და პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის რეფორმები, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ის დღის წესრიგი, რაც ჩვენს მთავრობას გააჩნია, ერთმნიშვნელოვნად არის მხარდაჭერილი პროცესში მონაწილე უკლებლივ ყველა მხარის მიერ.

აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია სასტარტო კაპიტალის რეფორმის განხორციელებასთან, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიზანს - საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე", - წერს მინისტრი. 

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები