ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო ევროპულ ენერგოქსელს შესაძლოა, წყალქვეშა ხაზით დაუკავშირდეს
24 აპრილი, 2018, 15:48
საქართველო ევროპულ ენერგოქსელს შესაძლოა, წყალქვეშა ხაზით დაუკავშირდეს

თბილისი (GBC) - საქართველო ევროპულ ენერგოქსელს შესაძლოა, შავ ზღვაზე გამავალი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზით დაუკავშირდეს.

როგორც "პირველ არხს" კომპანია Grossenergygroup-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ტყებუჩავამ განუცხადა, უკვე ჩატარებულია პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.

განიხილება ბულგარეთთან და რუმინეთთან დამაკავშირებელი ხაზის აგება. მშენებლობის ღირებულება, სავარაუდოდ, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იქნება.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ევროპულ ენერგოქსელს დაუკავშირდება და შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებიდან.

პროექტის კონცეფციას მხარს უჭერს „საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო”. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები იგეგმება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები